24 დეკემბერი

   24  დეკემბერს, აჭარის უმაღლეს  საბჭოში,  საზოგადოებრივი  მაუწყებლის   აჭარის  ტელევიზიისა  და  რადიოს  მრჩეველთა  საბჭოს  მეხუთე  წევრის   შესარჩევი  კონკურსის მეორე ეტაპი - გასაუბრება ჩატარდა.

   ვაკანტური  თანამდებობის  დასაკავებლად  კომისიას    ცხრა  კონკურსანტმა მიმართა. კონკურსის პირველი  ეტაპი ( დოკუმენტაციის    გადარჩევა),  გადალახა    რვა მონაწილემ: ბეჟან  გობაძემ, არჩილ  ხახუტაიშვილმა, ლაშა  ზარგინავამ, ციალა  ქათამიძემ, ჯემალ  მეგრელიძემ,  ნათია  აფხაზავამ,  ირმა  ზოიძემ  და გია  ქარცივაძემ. 

   კომისიის  გადაწყვეტილებით,  საზოგადოებრივი  მაუწყებლის  აჭარის ტელევიზიისა და რადიოს  მრჩეველთა საბჭოს მეხუთე  წევრის  ვაკანსიაზე  აჭარის  უმაღლეს  საბჭოს   3 კანდიდატი წარუდგინა: ირმა ზოიძე, გიორგი ქარცივაძე და ლაშა ზარგინავა.

  ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის მიერ წარდგენილ აჭარის  ტელევიზიისა  და  რადიოს  მრჩეველთა  საბჭოს  მეხუთე  წევრს, აჭარის  უმაღლესი  საბჭო   უახლოეს რიგგარეშე სხდომაზე აირჩევს.