14 იანვარი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ძველით ახალ წელს ფერიის ბავშვთა პანსიონში შეხვდნენ. შეკრებილ საზოგადოებას მასპინძლობა ბათუმისა და ლაზეთის მთავარეპისკოპოსმა დიმიტრიმ გაუწია.

საახალწლო კონცერტი ბავშვთა პანსიონის აღსაზრდელებისგან შექმნილმა ბენდმა „კალანდამ“ გამართა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზეიმის მონაწილეებს შობა-ახალი წელი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.