07 იანვარი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე,  თორნიკე რიჟვაძე, ქალაქ ბათუმის მერის ლაშა კომახიძე შობის ბრწყინვალე დღესასწაულის დადგომამდე, ბათუმისა და ლაზეთის მთავარეპისკოპოს დიმიტრის რეზიდენციაში ეწვივნენ და გამორჩეული საღვთო დღესასწაული მიულოცეს.

ეპარქიიდან ხელისუფლების წარმომადგენლები, მეუფე დიმიტრის თანხლებით, ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში მივიდნენ, სადაც მრავალრიცხოვან მრევლთან ერთად, ღამისთევის წირვას დაესწრნენ.

საზეიმო ლიტურღია, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, ბათუმ-ლაზეთის მთავარეპისკოპოსმა დიმიტრიმ აღავლინა.