16 იანვარი

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან - თორნიკე რიჟვაძესთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრ ხვიჩა შარაშიძესთან და რეგიონის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერშუახევში სანერგე, საჩითილე მეურნეობა და ვეტერინარული კლინიკა გაიხსნათად, შუახევში,  სანერგეს, საჩითილე მეურნეობისა და ვეტერინარული კლინიკის გახსნის ღონისძიებებს დაესწრო.

   აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ ქვეპროგრამის - ,,მაღალმთიან აჭარაში სანერგე საჩითილე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის’’ ფარგლებში, ფერმერების საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით,  შუახევის მუნიციპალიტეტში  თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი სანერგეები, საჩითილე მეურნეობა და ვეტერინარული კლინიკა პირველად  გაიხსნა. პროგრამის ფარგლებში, რომლის ბიუჯეტი 744  970 ლარია, მეურნეობაში ჩხავერის, ცოლიკაურის, ოჯალეშის, საწურის, საკმიელას, კრახუნასა და ალექსანდროულის ვაზის 1200 ნერგი დაირგო, ხოლო  სოფელ  ქიძინიძეებში 6000 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაშენდა  ხეხილის სანერგე.

   სანერგე და საჩითილე მეურნეობები მთიანი აჭარის ფერმერებსა და აგრომეწარმეებს მოემსახურება, რაც  ახალ სამუშაო ადგილებსაც ნიშნავს. რაც შეეხება ვეტერინარულ კლინიკას, რომლის საერთო ფართი 70 კვადრატული მეტრია, განთავსებულია აფთიაქი, ლაბორატორია, საოპერაციო და შეხვედრების ოთახი.