23 იანვარი

  უმაღლესი საბჭოს წევრი პენიტენციურ დაწესებულებაში რამდენიმე საათის განმავლობაში ეცნობოდა მსჯავრდებულთა პრობლემებს. მონიტორინგის დასრულების შემდეგ, გარკვეული საკითხების ოპერატიულად მოგვარების მიზნით, ცოტნე ანანიძე პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს შეხვდა და ადგილიდანვე გამართა კონსულტაციები ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენლებთან.

 ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მონიტორინგის მიზნით, მსჯავრდებულები დღეს მე- 15-ედ მოინახულა.  საუბრის  თემა, კვლავ,  პატიმართა უფლებები, სათანადო და ჰუმანური მოპყრობა, ჯანდაცვის სერვისი  და მსგავსი საკითხები იყო.