03 თებერვალი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლების უმაღლესი საბჭოს ფრაქციების მიერ გამოყენების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა.

 კომიტეტის წევრებმა, სხდომაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) წევრის ფარული კენჭისყრით არჩევის მიზნით, უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 82-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კენჭისყრის ადგილის, ბიულეტენის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ იმსჯელეს. კომიტეტის გადაწყვეტილებით, ფარული კენჭისყრა უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიის ჩატარების ადგილზე გაიმართება.

 ამავე სხდომაზე კანონმდებლებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი მალხაზ ბოლქვაძისა და ტარიელ გოგიტიძის კანდიდატურების კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხზე იმსჯელეს, რის შემდეგაც თითოეულმა კანდიდატმა სამოქმედო გეგმა წარმოადგინა და უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს.

 საკონონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ტარიელ გოგიტიძის კანდიდატურას გაუწია რეკომენდაცია.