21 თებერვალი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე განიხილეს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია უძღვებოდა.

 კანონის პროექტი სხდომაზე მისმა ინიციატორმა, უმაღლესი საბჭოს წევრმა - დავით გაბაიძემ წარადგინა. მისი განცხადებით, პროექტის მომზადება  „ბავშვთა უფლებების კოდექსის“ მიღებითაა განპირობებული.

კომიტეტმა, სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ინიციატივას. ამასთან, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი, ინიციატორის შუამდგომლობის საფუძველზე, შესაბამისი წინადადებით მიმართავს უმაღლესი საბჭოს ბიუროს კანონის პროექტის გამარტივებული წესით განხილვასთან დაკავშირებით.

განცხადებები