29 თებერვალი

 უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე და ვიცე–სპიკერი მერაბ კარანაძე ქვემო სილეზიის რეგიონული პარლამენტის მიწვევით ქვემო სილეზიაში სამმხრივ რეგიონულ საპარლამენტო შეხვედრას დაესწრნენ.

 თანამშრომლობის სამმხრივი სამიტი უკვე მეორედ გაიმართა და იგი ბრანდენბურგის ლანდტაგს, ქვემო სილეზიის სეიმიკსა და აჭარის უმაღლეს საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღმავებას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას გულისხმობს.

 შემდეგი სამმხრივი შეხვედრა დაგეგმილია ქ. ბათუმში მიმდინარე წლის სექტემბერში, სადაც მოწვეული იქნებიან ახალგაზრდა ლიდერებიც.