03 მარტი

 აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესია ახალ შენობაში და შესაბამისად, ახალ სასესიო დარბაზში, პლენარული სხდომით გაიხსნა.  

 უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ ქალბატონებს დედის დღე, კოლეგებსა და აპარატის თანამშრომლებს საგაზაფხულო სესიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

 განცხადებების შემდეგ, დავით გაბაიძემ დღის წესრიგის პირველი საკითხი წარმოადგინა - კანონის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, კანონმდებლებმა გამარტივებული წესით - 13 ხმით მიიღეს..

 საგაზაფხულო სესიის კიდევ ერთი სიახლე „მინისტრის საათის“ ფორმატში მთავრობის წევრების ანგარიშების განხილვაა. ამჯერად, საკანონმდებლო ორგანოს წინაშე - აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ზაალ მიქელაძე წარსდგა ბოლო სამ წელიწადში უწყების მიერ განხორციელებულ პროგრამებსა და სხვა აქტივობებზე ვრცელი ინფორმაციით.

 მინისტრის განცხადებით, 2017  წლიდან სამინისტროს ბიუჯეტი  14 მილიონიდან 21 მილიონ ლარამდე ანუ 49 %-ით გაიზარდა. ზაალ მიქელაძემ კორონავირუსის პრევენციის მიზნით გატარებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება და უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს. წარმოდგენილი ანგარიში უმაღლესმა საბჭომ ცნობად მიიღო.