03 მარტი

  „ყველა დედა განსაკუთრებულია, ამიტომ, როცა დედა-შვილობაზეა საუბარი, არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები ან რაიმე სხვა ტიპის ბარიერები. განსხვავებული შესაძლებლობების დედები, უმეტეს შემთხვევაში, სწორედ იმით გამოირჩევიან  რომ მათ, სულიერთან ერთად, მეტი ფიზიკური ძალისხმევა სჭირდებათ შვილების აღზრდისათვის. ამიტომაცაა დასაფასებელი მათი შრომა და ამაგი “, - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მცხოვრებ შშმ ქალბატონთან - შადიე მოფინაძესთან სტუმრობისას. უმაღლესი საბჭოს წევრი თანაშემწესთან - მადონა ლომინაძესთნ  ერთად ეწვია და დედის დღე ყვავილებითა და საჩუქრებით მიულოცა.

  აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტი შშმ პირთა უფლებების დაცვა და საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობაა.