18 მარტი

   მსოფლიოსა და ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ასევე საქართველოს ხელისუფლების მიერ კორონავირუსის პრევენციის მიზნით მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, აჭარის უმაღლეს საბჭოში „მინისტრის საათი“, რომელზეც აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მაია ხაჯიშვილის ანგარიში უნდა მოესმინათ, 16 აპრილამდე გადავადდა.

 გადაწყვეტილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე ერთხმად მიიღეს.