26 მარტი

  ქობულეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში - გიორგი რომანაძემ, კომპანია „მარკოსა“ და „ჯითი ფარმას“ წარმომადგენლებთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახები მოინახულა.

 „ერთმანეთის თანადგომა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, თუმცა დღეს, როცა მთელი მსოფლიო კორონავირუსისგან გადარჩენისთვის იბრძვის, თითოეული მოქალაქის მხარდაჭერა ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია“, - განაცხადა გიორგი რომანაძემ.

 საკანონმდებლო ორგანოს წევრმა და კომპანიების წარმომადგენლებმა აღნიშნულ ოჯახებს საჩუქრად პროდუქტები და მედიკამენტები გადასცეს.