02 აპრილი

  ქობულეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - გიორგი რომანაძემ, შპს „სანდროს“ წარმომადგენელთან, რამაზ დიასმიძესთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები მოინახულა.

 საკანონმდებლო ორგანოს წევრმა და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელმა მოქალაქეებს ამჯერადაც პროდუქტები მიუტანეს საჩუქრად.