კორონა ვირუსის შედეგად შექმნილი მდგომარეობა და სამთავრობო ინიციატივები

03 აპრილი

 ქვეყანასა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საინფორმაციო გადაცემაში - „მთავარი“.
 დავით გაბაიძის განცხადებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა, ისევე როგორ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, უერთდებიან სოლიდარობის აქციას და სამი თვის განმავლობაში ხელფასების მესამედს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ. გარდა ამისა, აჭარის უმაღლესი საბჭო, ამავე მიმართულებით ვითარების დარეგულირების მიზნით, სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯების შემცირებას გეგმავს, რაც მინიმუმ 100 ათას ლარის მობილიზებას ნიშნავს.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი