28 აპრილი

 კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განიხილება. შესაბამისი  გადაწყვეტილება კანონმდებლებმა აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიიღეს, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძე უძღვებოდა.

 ცვლილებებთან დაკავშირებული მოხსენება ამჯერადაც ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა - ჯაბა ფუტკარაძემ წარმოადგინა.

 პროექტის თანახმად, რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებელი 350 094,3 ათასი ლარია, ცვლილებების მიზანი კი მოსახლეობის პანდემიისა და მისგან გამოწვეული გართულებებისგან მაქსიმალური დაცვაა.

 კომიტეტის წევრები სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით  დაგეგმილი პროგრამების დეტალებით დაინტერესდნენ.