28 აპრილი

 აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხთა კომიტეტის სხდომაზეც.  კომიტეტის თავმჯდომარის - ნუგზარ სურმანიძის განცხადებით, პანდემიისა და მისგან გამოწვეული გართულებებისგან მოსახლეობის მაქსიმალური დაცვა ხელისუფლების უმთავრესი მიზანია, რაც შესაბამისად, ბიუჯეტშიც აისახა.

 კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კომიტეტის წევრებს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარუდგინა.

 მინისტრმა დეტალურად ისაუბრა კანონის პროექტით გათვალისწინებულ პროგრამებზე და უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს.

 კომიტეტმა მხარი დაუჭირა პროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.