კომიტეტები პროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარს უჭერენ

28 აპრილი

-პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მედიკოსებს, რომლებიც მსოფლიო პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე არიან. მადლობას ვუხდი, ჩვენს მოსახლეობასა და ყველა იმ უწყების წარმომადგენლებს, რომლებიც ენერგიას არ იშურებენ ამ უდიდესი საფრთხის დასაძლევად. სასიხარულოა, რომ ჩვენი ქვეყანა კოვიდ-19-თან მებრძოლი წარმატებული სახელმწიფოების ხუთეულშია. ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და აპარატის თანამშრომლებმა პანდემიასთან ბრძოლის ფონდში მიმდინარე თვეში ხელფასებიდან 66 ათასი ლარის დონაცია განახორციელეს, - განაცხადა ლადო მგალობლიშვილმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის დაწყების წინ.

 ორი კომიტეტის  გაერთიანებულ სხდომაზე, კანონმდებლებმა აჭარის  2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის კანონში შესატანი ცვლილების პროექტი განიხილეს. ორივე საკითხი  ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარმოადგინა.

 ორივე კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხების პლენარულ სხდომაზე გატანას.