03 მაისი

  სამყარო წარმოუდგენელია საინფორმაციო საშუალებების გარეშე.

  ობიექტური ინფორმაციით საზოგადოების ოპერატიულად უზრუნველყოფის საპირწონე, ყველაზე ექსტრემალურ ვითარებებშიც კი, მედიის წარმომადგენლების სიცოცხლის რისკია. ეს დღეს არსებული მდგომარეობითაც დასტურდება - მსოფლიო პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე, მედიკოსებთან და სხვა არაერთი უწყების სპეციალისტებთან ერთად, მედიის წარმომადგენლებიც იბრძვიან. მადლობა მათ ქვეყნისა და საზოგადოებისათვის გაწეული უდიდესი თავდადებისათვის.

  პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს, 3 მაისს, საფუძველი ჯერ კიდევ 1991 წელს, აფრიკელი ჟურნალისტების მიერ ნამიბიის დედაქალაქ ვინდჰუკში მიღებულმა "ვინდჰუკის დეკლარაციამ" ჩაუყარა, ხოლო გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ეს თარიღი პრესის თავისუფლების დღედ ოფიციალურად 1993 წელს გამოაცხადა.

განცხადებები