07 მაისი

აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ და აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ რეგიონში პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის / IRE ხელმძღვანელთან, პროფესორ ფრანც შაუსბერგერთან, IRE-ს გენერალურ მდივანთან, დოქტორ იოახიმ ფრიცთან და ავსტრიის კანცლერის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან, ინეს ეთლთან ვიდეო შეხვედრა გამართეს.

ვიდეო შეხვედრაზე მხარეებმა COVID-19-თან ბრძოლის ფარგლებში საქართველოს მთავრობისა და აჭარის მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები და უწყებებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

აჭარის მთავრობის ხელმძღვანელ პირებს საერთაშორისო პარტნიორებმა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს მხარდაჭერა და ზალცბურგში დაგეგმილ კონფერენციაზე მიიწვიეს, რომელიც სექტემბერში გაიმართება. აღნიშნული კონფერენცია ევროპის მასშტაბით პირველი მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც პანდემიის შედეგებს განიხილავს. კონფერენცია ავსტრიის პრეზიდენტისა და ფედერალური კანცლერის პატრონაჟით ხორციელდება.