საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომა

08 მაისი

  2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში ამჯერად უკვე საკითხზე წამყვან - საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტში განიხილეს. კანონმდებლებს გასული წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის შესრულების ანგარიში  ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა - ჯაბა ფუტკარაძემ წარუდგინა.

  როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში - 106, 2 % -ით, ხოლო ხარჯვითი ნაწილში  -  კი 95,3 % -ით შესრულდა.

  საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის - გიორგი რომანაძის განცხადებით, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია შედარებით დაბალი მაჩვენებლების მქონე პროგრამებისა და ქვეპროგრამების, ასევე მიღებული მაჩვენებლების მიზეზების შესწავლა-გაანალიზება, რათა მსგავსი ფაქტორები მომდევნო წლების ბიუჯეტების დაგეგმვისას გაითვალისწინონ.

 კომიტეტმა მხარი დაუჭირა ანგარიშის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე გატანას.

  სხდომაზე 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ აჭარის ავტონონიურ რესპუბლიკაში  აუდიტის სახელმწიფო სამსახურის მოხსენება კომიტეტის თავმჯდომარემ - გიორგი რომანაძემ წარმოადგინა. მოხსენება კანონმდებლებმა ცნობად მიიღეს.

განცხადებები

დღის წესრიგი