20 მაისი

 აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები და არსებული გამოწვევები იყო მთავარი თემა აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, დავით გაბაიძესა და ბრანდენბურგის ლანდტაგის (გერმანია) პრეზიდენტს, პროფესორ დოქტორ ულრიკე ლიდკეს Ulrike Liedtke შორის დღეს გამართულ ვიდეო შეხვედრაზე.

 დავით გაბაიძემ ქალბატონ ლიდკეს მადლობა გადაუხადა პანდემიასთან ბრძოლის დროს გერმანიის ფედერალური მთავრობის მიერ განხორციელებული დახმარებისათვის.

 გარდა ამისა, ვიდეო შეხვედრაზე მხარეებმა COVID-19-თან ბრძოლის ფარგლებში აჭარისა და საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ქვეყნის პოსტკრიზისული სამოქმედო გეგმა და უწყებებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

 ბრანდენბურგის ლანდტაგის პრეზიდენტმა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს კიდევ ერთხელ დაუდასტურა მხარდაჭერა და დამეგობრებულ საკანონმდებლო ორგანოებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებას გაუსვა ხაზი.