21 მაისი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს.

 კანონის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ სხდომაზე მისმა ინიციატორმა - უმაღლესი საბჭოს წევრმა - დავით გაბაიძემ წარადგინა. მისი განმარტებით, ტექნიკური ხასიათის ცვლილება კანონის ამოქმედების ვადას ეხება და საქართველოს შესაბამის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებითაა განპირობებული.

 კომიტეტმა კანონის პროექტი პლენარულ სხდომაზე გამარტივებული წესით (ერთი მოსმენით) განხილვისათვის მომზადებულად მიიჩნია.