25 მაისი

  დღეს, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა III მოსმენით განიხილა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებისათვის დადგენილი დათქმების რიგი ნაწილი გავრცელდება ავტონომიური რესპუბლიკის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებზე.
   საკითხი კომიტეტის სხდომაზე განსახილველად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ წარადგინა.