28 მაისი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა  კომიტეტის სხდომაზე 2020  წლის რეპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების მიმოხილვით ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი -  ჯაბა ფუტკარაძე წარსდგა.

  საბიუჯეტო მუხლების შესრულების მაჩვენებლებისა და საგანგებო მდგომარეობისას ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორცილებული საშეღავათო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წარდგენის შემდეგ, მომხსენებელმა უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს.

 კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, კომიტეტმა წარმოდგენილი მიმოხილვა ცნობად მიიღო.

 დადგენილების პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“ სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - გიორგი რომანაძემ წარმოადგინა. კომიტეტმა შემდგომი პროცედურების გაგრძელებისათვის საკითხის ბიუროზე წარდგენას მხარი დაუჭირა.