28 მაისი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი საკანონმდებლო ორგანოში მერაბ კარანაძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან - ჯაბა ფუტკარაძესთან, საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში განხორციელებული კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დაათვალიერა.

 საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების დეპარტამენტის პროექტი, რომელიც ახალსოფლის გზის 1,320 კმ. სიგრძის მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობას ითვალისწინებდა, წარმატებით დასრულდა.

 გზის რეაბილიტაციის ქვეპროგრამის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე დაიგო 2 ფენიანი ასფალტობეტონის საფარი, მოეწყო ცხაურები და კიუვეტები. პროექტმა, რომლის ღირებულება 317 000 ლარია, მოაგვარა წლების განმავლობაში ამორტიზებული გზის პრობლემა, რაც ადგილობრივებს უამრავ სირთულეს უქმნიდა.

 სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად სოფელში მცხოვრებ 400-მდე ოჯახს გაუმარტივდება გადაადგილება. რეაბილიტირებული გზით  ისარგებლებენ სკოლისა და ბაგა-ბაღის მოსწავლეებიც.