პარლამენტმა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის - დავით გაბაიძის საკანონმდებლო ინიციატივა მე-3 მოსმენით მიიღო

29 მაისი

  საქართველოს პარლამენტმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ III მოსმენით მიიღო.
  კანონის პროექტი, რომლის თანახმადაც, სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებისათვის დადგენილი დათქმების რიგი ნაწილი გავრცელდება ავტონომიური რესპუბლიკის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებზე, სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ წარადგინა.