12 ივნისი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“  კანონში შესატანი ცვლილებები განიხილეს.

 აჭარის მთავრობის თავმჯდომარის - თორნიკე რიჟვაძის მიერ ინიცირებული კანონის პროექტი, რომლის მიზანი პრაქტიკაში გამოვლენილი უზუსტობებისა და ხარვეზების კორექტირებაა, სხდომაზე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ - თინათინ ზოიძემ წარმოადგინა.

 კომიტეტმა, კანონის პროექტი, სხდომაზე გამოთქმული  შენიშვნების გათვალისწინებით, პლენარული სხდომისთვის მომზადებულად მიიჩნია.