01 ივლისი

 15 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი - აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიაზე ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით შესატანი ცვლილებები, შენიშვნის გათვალისწინებით,  პირველი მოსმენით მიიღეს.

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ» სხდომაზე  უმაღლესი საბჭოს წევრმა - დავით გაბაიძემ წარმოადგინა.

 კანონის პროექტი სრულ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს ბუნებრივი ბარიერის პირობებში. რაც შეეხება უმაღლესი საბჭოს მომდევნო არჩევნებს, ის ერთჯერადად, პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული შერეული სისტემით ჩატარდება და საკანონმდებლო ორგანოში 18 დეპუტატი პროპორციული, 3 - კი  მაჟორიტარული სისტემით აირჩევა.