04 ივლისი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ მზადაა III მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის. შესაბამისი გადაწყვეტილება აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიურომ, 4 ივლისის რიგით მე-15 სხდომაზე, ერთხმად მიიღო.

 ბიურომ ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო დღის წესრიგის მომდევნო საკითხთან დაკავშირებითაც: უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი - ,,საქართველოს ორგანული კანონის პროექტის ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის დამტკიცების თაობაზე“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე», მზადაა და პლენარულ სხდომაზე განიხილება.

 ორივე საკითხი სხდომაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა.

 ბიურომ ასევე განსაზღვრა 3-5 ივლისის ჩათვლით მოწვეული რიგგარეშე სესიის მომდევნო პლენარული სხდომის გამართვის დრო და თარიღი.