16 ივლისი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, სასწავლო კურსის - „დისტანციური მართვა და კომუნიკაციის უნარები“ მონაწილე აპარატის 30 თანამშრომელს სერტიფიკატები გადაეცათ.

 სწავლება ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ორგანიზებით, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით, აჭარის უმაღლესი საბჭოს ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით ჩატარდა და მას მონაცემთა გაცვლის სააგენტოს საინფორმაციო ტექნოლოგიების ბიზნესანალიტიკოსი - გიორგი ნაცვლიშვილი უძღვებოდა.

 აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლებს შესაბამისი სერტიფიკატები საკანონმდებლო ორგანოს აპარატის უფროსმა ზურაბ ჭურკვეიძემ, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა, ამავე ინსტიტუტის „ღია მმართველობის“ მიმართულების ხელმძღვანელმა დავით მაისურაძემ და აჭარის რეგიონულმა კოორდინატორმა ნინო შაინიძემ გადასცეს.