12 აგვისტო

  კანონის პროექტი-„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებისა და საპატიო წოდებების შესახებ“, რომელიც რეგიონის ღვაწლმოსილი და განსაკუთრებული დამსახურების მქონე ადამიანებისთვის სხვადასხვა სახის ჯილდოს დაწესებას ითვალისწინებს,  საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე   ნინო ჩხეტია უძღვებოდა.

  კომიტეტმა მხარი დაუჭირა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის - დავით გაბაიძის ინიციატივის II მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვას.