12 აგვისტო

 ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სახსრების ხარჯზე გაცემული სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ - კანონის პროექტი აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ   საფინანსო საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე წარადგინა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე უძღვებოდა.

  ინიცრიებული პროექტი,  2017 -2018 წლების რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული „სოფლის მეურნეობაში „მაღალეფექტური ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამაში მონაწილე  ბენეფიციარებზე, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით წარმოქმნილი დავალიანების თანაგადახდისათვის გათვალისწინებული გადაუხდელი თანხების ჩამოწერას ითვალიწინებს.

  კომიტეტის წევრებმა  კანონის პროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.