18 აგვისტო

 კანონის პროექტი-„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებისა და საპატიო წოდებების შესახებ“, რომელიც რეგიონის ღვაწლმოსილი და განსაკუთრებული დამსახურების მქონე ადამიანებისთვის სხვადასხვა სახის ჯილდოს დაწესებას ითვალისწინებს, ბიუროს სხდომაზე განიხილეს.
 უმაღლესი საბჭოს წევრის - დავით გაბაიძის ინიციატივა სხდომაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ნინო ჩხეტიამ წარადგინა.
 ბიუროს გადაწყვეტილებით, კანონის პროექტი შენიშვნების გათვალისწინებით მზადაა III მოსმენსთვის, რომელიც პლენარულ სხდომაზე განიხილება.