01 სექტემბერი

   აჭარის უმაღლეს საბჭოში საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნა. დადგენილების პროექტი - „საქართველოს კონსტიტუციის 45-ე   მუხლის      შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს კანონის პროექტების „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“და ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე“, რომელიც ბიუროს 23-ე სხდომაზე აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ წულაძემ წარმოადგინა, პლენარულ სხდომაზე განიხილება.

  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის განცხადებით, ეს 2016-2020 წლების მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს ბოლო ინიციატივაა, რომელიც საქართველოს პარლამენტს წარედგინება.

  უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში განსახილველად ჩაეშვა უმაღლესი საბჭოს წევრის - ლადო მგალობლიშვილის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მოიცავს:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტს ,,კულტურის მხარდაჭერის შესახებ“;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“.

  საკითხი სხდომაზე თავად ინიციატორმა წარმოადგინა, განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.

  ბიუროს წევრებმა ცნობად მიიღეს2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების მიმოხილვა, რომელიც სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ წარმოადგინა.

  ბიუროს გადაწყვეტილებით, პლენარულ სხდომაზე განიხილება უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს 2019-2020 წლების საქმიანობის ანგარიში, რომელიც ამავე საბჭოს თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა.