18 სექტემბერი

   საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, მომხსნებელების გამოუცხადებლობის გამო, უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი -,,საქართველოს საგადასახადო  კოდექსში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის შესახებ“ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები და დამატებები (მომხსენებლები: უმაღლესი საბჭოს წევრები: ე. ბაგრატიონი, გ. აბულაძე, ა. დიასამიძე, გ. დიასამიძე), საკანონმდებლო ორგანოს რეგლამენტის შესაბამისად, კომიტეტმა უკან გაწვეულად მიიჩნია.

  საკითხები სხდომაზე ამავე კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ წარმოადგინა.