21 ნოემბერი

  „მე გავაკეთე ჩემი მოქალაქეობრივი არჩევანი. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ამასთან, მინდა ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდო - ნუ დაეზარებათ მოიხადონ თავიანთი მოქალაქეობრივი ვალი, რადგან ეს თითოეული ჩვენგანის უფლებაა და უნდა მოვახდინოთ ამ უფლების რეალიზება -  გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი“, - განაცხადა  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ,  რომელმაც მეორე ტურში თავისი არჩევანი, მეუღლესთან ერთად,  ქალაქ ბათუმის 49-ე უბანზე დააფიქსირა.