30 დეკემბერი

  კოვიდინფექციასთან ბრძოლაში გამოჩენილი თავდადებისათვის, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, მედიკოსების შემდეგ, მადლობის სიგელები ბათუმის სამედიცინო ცენტრ BMC-ის, ირის ბორჩაშვილის სამედიცინო ცენტრ „მედინასა“ და ბათუმის მრავალპროფილურ სამშობიარო სახლს გადაეცათ.
  უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარის - ილია ვერძაძის განცხადებით, შეუფასებელია ღვაწლი, რომელიც კლინიკების წარმომადგენლებს მიუძღვით ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისათვის ბრძოლაში. ილია ვერძაძემ და აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზურაბ თენიეშვილმა მედიკოსებს მადლობა გადაუხადეს თავდაუზოგავი შრომისათვის, დამდეგი დღესასწაულები მიულოცეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს.