30 აპრილი

2017 წლის 30 აპრილს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის ა.რ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ახალგაზრდულ საქმეთა სფეროს ხელშეწყობის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიების, სადისკუსიო კლუბის დებატებს საპატიო მსაჯის წევრის სტატუსით დაესწრო.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის პროექტები მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის, რათა გაიუმჯობესონ საჯარო გამოსვლის უნარ-ჩვევები და ჩართული იყვნენ აქტიურ საზოგადოებრივ და სახელმწიფო ღონისძიებებში.

აღნიშნულ პროექტს დეპარტამენტი ა(ა)იპ „ახალგაზრდა ბათუმელთა კავშირთან“ ერთად ახორციელებს. საპარლამენტო დებატების ფორმატის ტურნირში ჩართულია აჭარაში არსებული უმაღლესი სასწავლებლების 40-ზე მეტი სტუდენტი.

ტურნირამდე სტუდენტებს ჩაუტარდათ სპეციალური ტრენინგები და ფინალურ თამაშებამდე გაიარეს საკვალიფიკაციო ეტაპი. გამარჯვებულ, საპრიზო ადგილზე გასულ და საუკეთესო მოდებატეებს გამარჯვებულთათვის დაწესებული პრიზები გადაეცათ.