01 მაისი

1 მაისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე, რომელსაც ნუგზარ სურმანიძე უძღვებოდა, მოისმინეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის რამაზ ბოლქვაძისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის ანგარიშები- 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და მის დაქვემდებარებაში არსებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირების 2016 წლის პროგრამების შესრულების შესახებ.

მინისტრებმა უპასუხეს დეპუტატების შეკითხვებს და გააკეთეს განმარტებები სიახლეებთან დაკავშირებით. კერძოდ: ახალი ბულვარის, ბათუმს შემოერთებული ტერიტორიების, გზების, რესპუბლიკური საავადმყოფოსა და სტადიონის მშენებლობებზე, ასევე საყოველთაო ჯანდაცვისა და სადაზღვევო პროგრამებში შეტანილ ცვლილებებზე.

კანონმდებლებმა მინისტრების მიერ წარმოდგენილი ანგარიშები ცნობად მიიღეს.