02 თებერვალი

  ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ცენტრალური ბაზრის მიმდებარედ, თავისუფლების ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

  მიწისქვეშა საკომუნიკაციო სამუშაოების პარალელურად, აღნიშნულ ტერიტორიაზე პირველად მოეწყო საკანალიზაციო სისტემა. ამ დროისათვის თავისუფლების ქუჩაზე, რომელიც მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვანძია, ასფალტის პირველ ფენას აგებენ.

   მიმდინარე სამუშაოებს ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში - ცოტნე ანანიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.