02 მარტი

2 მარტი,  2021 წელი                12:00 სთ

დ ღ ი ს   წ ე ს რ ი გ ი

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№09-01-08/6, 17.02.2021წ.) გამარტივებული წესით განხილვა

მომხსენებელი: გიორგი სურმანიძე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი

თანამომხსენებელი: ვლადიმერ მგალობლიშვილი - საკონსტიტუციო, იურდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“(№09-01-08/3, 24.12.2020წ.);

მომხსენებელი: ფატი ხალვაში - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი

თანამომხსენებელი: ვლადიმერ მგალობლიშვილი - საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე

3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ (09-01-08/4, 21.01.2021წ.)

მომხსენებელი: ტიტე აროშიძე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი

თანამომხსენებელი: ვლადიმერ მგალობლიშვილი - საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე

4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი „ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ“ (09-01-08/5, 28.01.2021წ.)

    მომხსენებელი: ვლადიმერ მგალობლიშვილი   -    საკონსტიტუციო,    იურიდიულ    და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე