03 მარტი

 3 მარტი, დედის დღე, ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაულია ჩვენს ქვეყანაში და მას განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
 აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - ფატი ხალვაში და ცოტნე ანანიძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერთან - მირიან ქათამაძესთან ერთად ჩაქვში მცხოვრებ 5 შვილის დედას ესტუმრნენ და დედის დღე მიულოცეს.
 ხელისუფლების წარმომადგენლებმა მარტოხელა დედას ტკბილეული, სურსათი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა მიუტანეს საჩუქრად.
 დეპუტატებმა და მუნიციპალიტეტის მერმა დღესვე დედის დღე მიულოცეს ქობულეთელ ეთერ ლაზიშვილს. იგი ნეონატოლოგია და წლების განმავლობაში ემსახურებოდა საყვარელ საქმეს.  
  საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მას საჩუქრები გადასცეს და მადლობა გადაუხადეს ხალხის სამსახურში განვლილი წლებისათვის