05 მარტი

  საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე მარინე გვიანიძე უძღვებოდა, საქართველოს პარლამენტში წარსადგენი ორი საკანონმდებლო ინიციატივა განიხილეს.

 „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ და  „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონებში  შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მომზადებული დადგენილების პროექტები სხდომაზე უმაღლესი საბჭოს წევრმა - ვლადიმერ მგალობლიშვილმა წარმოადგინა.

  კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ინიციატივების პლენარულ სხდომაზე გატანას.