02 მაისი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, 2 მაისს ქუთაისში გამართულ „გვირილობის“ ტრადიციულ დღესასწაულსა და ქუთაისის ტურიზმის ცენტრის გახსნის საზეიმო ცერემონიას დაესწრნენ.

დავით გაბაიძემ ქუთაისის მცხოვრებლებს სახალხო დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ საუკეთესო ტრადიციების შენარჩუნებას, მათ გაგრძელებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თითოეული რეგიონისა და ზოგადად, ჩვენი ქვეყნისათვის.

იმერეთში ყველაზე დიდი ისტორიის მქონე დღესასწაული, რომელშიც საქართველოს ყველა რეგიონი და მუნიციპალიტეტი მონაწილეობს, ბაგრატის ტაძრიდან, ქალაქის დალოცვის რიტუალით დაიწყო და ქუთაისის მერიასა და მის ისტორიულ უბნებში ორგანიზებული შეხვედრებით, ღონისძიებებით, თეატრალური სანახაობებით აღინიშნა.