19 აპრილი

აჭარის უმაღლესი საბჭოს  და მთავრობის თავმჯდომარეებმა-დავით გაბაიძემ და თორნიკე რიჟვაძემ, სოფელ წაბლანაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

დაღუპულებს პატივი მიაგეს უმაღლესი საბჭოში მაღალმთიანი აჭარისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარმა-ფრიდონ ფუტკარაძემ, თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა, ადგილობრივმა მოსახლეობამ.

სტიქია 1989 წლის 19 აპრილს, სოფელ წაბლანაში მოხდა, რამაც 23 ადამიანის, მათ შორის სამი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა.

დაღუპულთა პატივსაცემად, 2020 წელს,  სტიქიის ადგილას მოეწყო სკვერი და განთავსდა მემორიალური დაფები.