20 აპრილი

მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ კონკურსში მიღწეული წარმატებებისთვის  ამჯერად გორასა და ზემო წინსვლის საჯარო სკოლების მოსწავლეები დაჯილდოვდნენ.

 საზეიმო ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები - ფრიდონ ფუტკარაძე, ანზორ ბოლქვაძე, ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე მინდია დიასამიძე, ხელვაჩაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნევრესტან დიდმანიძე ესწრებოდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლები დღესვე სალიბაურის საჯარო სკოლას ეწვივნენ. პედაგოგებთან და მოსწავლეებთან გამართული შეხვედრის მთავარი თემა კოვიდპანდემია, მასთან დაკავშირებული რეგულაციები და განათლების სფეროს სიახლეები იყო.