08 მაისი

8 მაისს გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის სხდომა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე უძღვებოდა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშით კომისიაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე წარსდგა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება - ,, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ“ - კოლეგებს საფინანსო - საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ გააცნო. კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს ორივე საკითხის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გატანას.

დღის წესრიგის მესამე საკითხის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტის ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“ - განხილვის შემდეგ დაადგინეს, დაიწყოს მისი განხილვის საკანონმდებლო ინიციატივა.