21 ივლისი

 ბათუმში გამოჩენილი ქართველი დრამატურგის - სულიკო ჟღენტის დაბადებიდან 95 წლის იუბილესთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სულიკო ჟღენტის სახელობის კინომუზეუმის გახსნა გადაწყდა. პროექტის პრეზენტაცია ბათუმში, ხულოს ქუჩაზე გაიმართა და მას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - დავით ბაციკაძე, გიორგი მანველიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ქ.ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 მუზეუმში ქართული კინოს ისტორია და თანამედროვე კინოხელოვნების განვითარების ტენდენციები აისახება და მისი სახით ბათუმს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა შეემატება.
 მუზეუმის მოწყობის სამუშაოები წელს დაიწყება. პროექტი, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ფინანსდება.