26 ივლისი

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ პოლონეთის რესპუბლიკის სილეზიის სავოევოდოს დელეგაციას უმასპინძლა.
შეხვედრაზე, რომელსაც სილეზიის სავოევოდოს მარშალი, სეიმიკის თავმჯდომარე და სილეზიის ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მხარეებმა დღეს არსებულ გამოწვევებსა და ორი მეგობარი, პარტნიორი ქვეყნის რეგიონებს შორის სამომავლო ურთიერთობების გაღრმავებაზე გაამახვილეს ყურადღება.
ცნობისათვის: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და სილეზიის სავოევოდოს სეიმიკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი 2019 წელს გაფორმდა.