09 ოქტომბერი

 ბათუმში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები 12 საათზე მეტია გრძელდება. ნანგრევებიდან ამოყვანილი მოქალაქეები გადაყვანილები არიან სამედიცინო დაწესებულებებში და უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

 ადგილზე გატარებულია უსაფრთხოების ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიებები. შემთხვევის ადგილიდან ევაკუირებულია მეზობელ სადარბაზოებში მცხოვრები მოსახლეობა. სამაშველო სამუშაოები გაგრძელდება მანამდე, სანამ ნანგრევებში მოყოლილილ ყველა ადამიანს არ ამოიყვანენ. ადგილზე კვლავ უწყვეტ რეჟიმშია მობილიზებული საგანგებო და გადაუდებელი დახმარების სამსახურის 300-მდე თანამშრომელი. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან: ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები.